13 მაისი- შეხვედრა საზოგადოებასთან.

22May11

13 მაისს 16:00 საათზე ,,ლაბორატორია 1918″-ს ჰქონდა დანიშნული შეხვედრა საზოგადოებასთან, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მოსვლა. მუდმივი შეხვედრის ადგილის  უქონლობის გამო შეხვედრის თავდაპირველ ადგილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მისაღები იყო, შეკრებილებმა რამდენიმე წუთში მე-2 კორპუსის თავისუფალ აუდიტორიაში გადაინაცვლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ  ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და რამდენიმე ლექტორი.

თავდაპირველად, ჯგუფმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა გარშემოც, მათი აზრით, გაჩნდებოდა კითხვები. დამსწრეთა უმრავლესობა თანხმდებოდა რომ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრობლემები უნივერსიტეტში და ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეში მართლაც არსებობს, მხოლოდ რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა თავისი აზრი, რომ უნივერსიტეტი თავის საგანმანათლებლო ფუნქციას კარგად ასრულებს. ამ სტუდენტებმა მალე დატოვეს აუდიტორია.

შეხვედრის ბოლოს, ადამიანებმა, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ ლაბორატორიის საქმიანობაში, დატოვეს კოორდინატები და ისინი მალე გახდებიან ჯგუფის აქტიური წევრები.



No Responses Yet to “13 მაისი- შეხვედრა საზოგადოებასთან.”

  1. Leave a Comment

Leave a comment