Archive for the ‘Uncategorized’ Category

პირველ რიგში, მოგესალმებით და გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! შენ სწორედ იმ დაწესებულებაში მოხვედი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შენი პროფესიონალად ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ წინასწარ გამზადებული ინფორმაციის დაზეპირებას, არამედ შენი, როგორც პროგრესულად მოაზროვნე, კრეატიული პიროვნების აღზრდას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან უამრავ დაპირებებს ისმენ ევროპული დონის განათლების მოცემაზე, ფაქტია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 1500 საუკეთესო […]


29Sep11

ლაბორატორია 1918 სტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფია, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ. წლების განმავლობაში სასწავლო სისტემისა თუ სოციუმში მიმდინარე მოვლენებისადმი უკმაყოფილება ფრაგმენტული ხასიათის იყო. ლექციებს შორის შესვენებებზე, არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში ხშირად და ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე. არ მოგვწონდა საგანმანათლებლო სისტემა, მთავრობის პოლიტიკა განათლების მიმართულებით და არამხოლოდ. არ მოგვწონდა და დავცინოდით გულზემჯიღისმცემელ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, […]


პოლიციის მიერ პარლამენტის წინ მომიტინგეების დარბევას მოჰყვა ლაბორატორიის საპასუხო რეაქცია, რაც 26 მაისს დილით 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებაში გამოიხატა.  შეკრებილმა სტუდენტებმა ერთი საათი დაჰყეს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ. შემდეგ მოაწყეს მსვლელობა რუსთაველამდე, ჯერ შოთა რუსთაველის ძეგლთან შეჩერდნენ, შემდეგ პარლამენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია 1918-ს ჰქონდა წინა ღამით პრეს რელიზები გადაგზავნილი ტელევიზიებში, მათ […]


დღეს, 25 ივნისს ლაბორატორია 1918-ის ეგიდით სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ წაიკითხა ლექცია ,,სიკვდილის ფიგურები ქართულ კულტურაში”. საუბარი წარიმართა სიკვდილის ფენომენზე და მასთან მიმართებებზე სხვადასხვა კულტურებსა და ეპოქებში. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია და გაეცა პასუხები სხვადასხვა თემატიკის კითხვებს.



13 მაისს 16:00 საათზე ,,ლაბორატორია 1918″-ს ჰქონდა დანიშნული შეხვედრა საზოგადოებასთან, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მოსვლა. მუდმივი შეხვედრის ადგილის  უქონლობის გამო შეხვედრის თავდაპირველ ადგილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მისაღები იყო, შეკრებილებმა რამდენიმე წუთში მე-2 კორპუსის თავისუფალ აუდიტორიაში გადაინაცვლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ  ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და რამდენიმე ლექტორი. თავდაპირველად, ჯგუფმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა გარშემოც, მათი აზრით, გაჩნდებოდა კითხვები. […]