მანიფესტი

11May11

ჩვენ, ამ მანიფესტის ავტორები, თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში დღეს არ არსებობს აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის პრინციპები. უნივერსიტეტი, რომელიც თავისი შინაარსით ახალგაზრდა და გამოცდილ სწავლულთა საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მიზნად მოაზროვნე პროფესიონალის ჩამოყალიბების პირობებს უნდა ქმნიდეს, დღეს რეალურად იდეოლოგიური აპარატია ძალაუფლების ხელში. ჰორიზონტალური და თანასწორი თვითორგანიზაციის პრინციპის ნაცვლად მოქმედებს ვერტიკალური იერარქია. ეს იერარქია მართვაში ბრძანებისა და დირექტივის, ლექციებზე კი – მონოლოგის პრინციპს ეფუძნება. ინსტიტუციონალიზებული დებატების, ექსპერიმენტების, კვლევის იგნორირება და პროცესის დაყვანა ინფორმაციის მიწოდება-მიღებაზე სრულიად წარმოუდგენელს ხდის საგანამანათლებლო პროცესს. სწავლის საბოლოო შედეგი უკეთეს შემთხვევაში ძალაუფლების ნების აღმსრულებელი, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე „სპეციალისტია“, და არა – თავისუფალი და მოაზროვნე, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე მეცნიერი, რომელსაც ძალა შესწევს საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.

მეტიც – აკადემიური თავისუფლების, კვლევისა და გამოხატვის უფლების შესახებ საუბარი სასაცილოც კია იქ, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ადმინისტრაცია   ვერ იცავს სტუდენტებს ფიზიკური ხელყოფისაგან. ყველა, ვისაც შეხება ჰქონია უნივერსიტეტთან, და ამავე დროს, ძალაუფლებასთან პირადი ინტერესებით არაა დაკავშირებული, დაგვეთანხმება ამაში. ყველაზე თვალსაჩინო არგუმენტი კი უნივერსიტეტთა მსოფლიო რეიტინგში თსუ-ს სამარცხვინო მდგომარეობაა – იგი პირველ 1500 სასწავლებელს შორისაც კი არაა. თსუ-ში სწავლის განმავლობაში ვცდილობდით შეგვეცვალა ჩვენთვის მიუღებელი სიტუაცია უკეთესი რეალობისაკენ. ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თუ მოთხოვნის, სხვადასხვა სახით სტუდენტური ორგანიზების, აქციების, სასამართლოსადმი მიმართვების გზამ არავითარი შედეგი არ გამოიღო.  

დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძველი მეთოდებით სიტუაცის შეცვლის მცდელობას არანაირი აზრი აღარ აქვს. ცხადია, რომ სისტემა არანაირ დათმობას არ აპირებს და ერთადერთ გამოსავალს გვიტოვებს – თავად ვეცადოთ შევქმნათ ახალი საგანამანთლებლო რეალობა, რომელიც იმ მიზანთან მიგვაახლოებს, რისი უზრუნველოფა სახელმწიფოს კონსტიტუციით ევალება და რის გამოც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. ამ მიზნით დღეს ჩვენ ვაარსებთ თვითორგანიზებულ ჯგუფს – ლაბორატორია 1918“–ს. ლაბორატორია1918 იქნება სტუდენტთა და პედაგოგთა თვითორგანიზაციის პრინციპზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცის მოდელი უნივერსიტეტში, სადაც პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის და უნივერსიტეტი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდი. სწორედ ამგვარ უნივერსიტეტს იმსახურებს საზოგადოება ,რომელიც უარს ამბობს თვითმოტყუებასა და ძალისადმი მორჩლებაზე, და  ორიენტაციას იღებს განვითარებასა და თავისუფლებაზე.

 

„ლაბორატორია 1918“

 2011 წ.




2 Responses to “მანიფესტი”

  1. 1 Sh@ko

    მე ნასტუდენტარი ვარ, მაგრამ გიერთდებით!🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: